ბონაპარტისტული მოძრაობის ტერიტორიული ორგანიზაცია, 17 თებერვალი, 2015.

drapeau-du-mouvement-bonapartiste.jpg

ბონაპარტისტული მოძრაობა

ყველაფერი ხალხისთვის და ხალხის მიერ
„საფრანგეთის სადიდებლად და კაცობრიობის წმინდათაწმინდა ინტერესებისთვის“
(ნაპოლეონ დიდი, 17 ვანტოზი, VIII წელი – შაბათი, 8 მარტი, 1800)

♔♔♔♔♔♔♔♔♔♔♔♔♔♔♔♔♔♔♔♔♔♔♔♔♔♔

Aigle_Empire_MOUVEMENT BONAPARTISTE

ბონაპარტისტული მოძრაობის ტერიტორიული ორგანიზაცია,

17 თებერვალი, 2015.

დადგენილება, 17 თებერვალი, 2015

პრეამბულა
კოპენჰაგენში (დანია) მომხდარი ტერორისტული თავდასხმებისა და პარიზსა და მონრუჟში განხორციელებული ტერორისტული აქტების კვალდაკვალ, აგრეთვე ალბასეტეში (ესპანეთი) ჩვენი საჰაერო ძალების წარმომადგენელთა დაღუპვის შემდეგ, ბონაპარტისტული მოძრაობა თანაგრძნობას გამოხატავს დაღუპულთა ოჯახებისადმი და პატივს მიაგებს მათ ხსოვნას. ბონაპარტისული მოძრაობა, როგორც ნაციონალური, ევროპული, ფრანკოფონური და მსოფლიო მოძრაობა, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას სამხედრო ძალების, პოლიციის ოფიცრების, მაშველთა და სასწრაფო სამედიცინო პერსონალისადმი, ისევე როგორც მათი ოჯახებისადმი და ომისა და ტერორიზმის ყველა მსხვერლისადმი.

მუხლი I
ჩვენი მოძრაობის ტერიტორიული ორგანიზაციის ფარგლებში და რესპუბლიკის VIII წლის 28 პლიუვიოზის კანონის 215-ე წლისთავთან დაკავშირებით, ჩვენ ვავალებთ ჩვენი სექციების ხელმძღვანელებს, როგორც ბონაპარტისტული მოძრაობის წარმომადგენლებს დეპარტამენტებში (ან შესაბამის ადმინისტრაციულ რეგიონში), ხელი შეუწყონ ჩვენს ბრძოლას „საფრანგეთის ღიღილოს“ (Bleuet de France), აგრეთვე იმ ინსტიტუციების, ასოციაციებისა და სამსახურების მხარდასაჭერად, რომლებიც დახმარებას უწევენ ჩვენს ომის ვეტერანებს, სამხედროთა ქვრივებსა და ობლებს, სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებს, მაშველებს და პოლიციის ოფიცრებს, რომლებიც მძიმედ დაიჭრნენ ან დაიღუპნენ მოვალეობის შესრულების დროს.

მუხლი II
ამავე თარიღთან დაკავშირებით, ჩვენი სექციების ხელმძღვანელებს, აგრეთვე მათ გუნდებსა და წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტებში ასევე დაევალათ ხელი შეუწყონ ჩვენს ბრძოლას:
2. რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს სამართალი, კანონის ცოდნა და გაგება;
3. რათა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ღირსეული განათლება, 1806 წლის 10 მაისის კანონის ღირებულებათა შესაბამისად;
4. უსახლკაროების, უნარშეზღუდულების, ღარიბებისა და მძიმე საბინაო პირობებში მყოფების მხარდასაჭერად;
5. ფერმერებისა და მეფუტკრეების დასახმარებლად;
6. ეროვნული და მსოფლიო მემკვიდრეობის გადასარჩენად, ასაღორძინებლად და შესანარჩუნებლად;
7. ჩვენი ოთხი იმპერატორის მოღვაწეობის შესახებ ცოდნის გავრცელებისა და მათი ხსოვნის დასაცავად;
8. შერიგების, თანხმობისა და პატრიოტიზმის აღორძინებისთვის.

მუხლი III
ჩვენი მოძრაობის ლიდერებს, რა პასუხისმგებლობაც არ უნდა ეკისრებოდეთ, გარკვევით ეკრძალებათ ბონაპარტისტული მოძრაობის კუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებათა გამოყენებით ისეთი კომენტარების, სტატიების ან პოზიციების გამოქვეყნება ან გადაცემა, იმ პირებს ან ორგანიზაციებს რომ ეკუთვნით, რომლებიც ჩვენი ოფიციალური მოკავშირე ორგანიზაციები არ არიან. იმ პუბლიკაციათა ავტორები, რომლებიც უშუალოდ ჩვენი მოძრაობის მიერ არ არის გამოცემული, აუცილებლად უნდა იყოს იდენტიფიცირებული ავტორის სახელის მითითებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პუბლიკაცია წინასწარ არის სანქცირებული მოძრაობის პრეზიდენტის მიერ.

მუხლი IV
ჩვენი აქტივისტებისა და მხარდამჭერების განკარგულებაშია დოკუმენტების მონაცემთა ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი ვერსაიტის საშუალებით. ის განაგრძობს განვითარებას და მოხდება მისი რეორგანიზება, რათა გამარტივდეს მისი გამოყენება.

მუხლი V
ეს დადგენილება გამოქვეყნდება იმ ენებზეც, რომლებზეც ჩვენი მოძრაობის ფარგლებში საუბრობენ, დაწყებული გავრცელებული სავალდებულო ენებით, კერძოდ, ფრანგულად, ესპანურად, არაბულად და ინგლისურად.

მუხლი VI
ჩვენი მოძრაობის ნაციონალური შინაგანი მდივნები ვალდებული არიან, მათზე დაკისრებული მოვალეობების ფარგლებში, შეასრულონ წინამდებარე დადგენილება.

პოლ-ნაპოლეონ კალანი
ბონაპარტისტული მოძრაობის პრეზიდენტი

A propos mouvementbonapartiste

JOURNAL OFFICIEL DE LA RÉPUBLIQUE FRANÇAISE 6 février 2010 1016 - * Déclaration à la préfecture de Meurthe-et-Moselle. MOUVEMENT BONAPARTISTE Objet : défendre, faire connaître et étendre les principes et valeurs du Bonapartisme. Il s’appuie sur l’adhésion populaire à une politique de redressement conjuguant les efforts des particuliers, associations et services de l’État. Le mouvement défend les principes bonapartistes sur lesquels il est fondé, et qui régissent son fonctionnement intérieur. Il défend également la mémoire de Napoléon le Grand, ainsi que celle de Napoléon III et de leurs fils, Napoléon II et Napoléon IV. Il reconnait Napoléon IV comme ayant régné sans avoir gouverné, en vertu du plébiscite de mai 1870. Le mouvement ne reconnait pas d’empereur après 1879, en vertu de l’absence de plébiscite. Républicain, il privilégie le bonheur, les intérêts et la gloire des peuples, et n’envisage de rétablissement de l’Empire que si les fondements en sont républicains et le régime approuvé par voie référendaire.
Cet article a été publié dans décision présidentielle, défense et sécurité, idées napoléoniennes, institutions, Intérieur. Ajoutez ce permalien à vos favoris.

Laisser un commentaire

Entrez vos coordonnées ci-dessous ou cliquez sur une icône pour vous connecter:

Logo WordPress.com

Vous commentez à l'aide de votre compte WordPress.com. Déconnexion / Changer )

Image Twitter

Vous commentez à l'aide de votre compte Twitter. Déconnexion / Changer )

Photo Facebook

Vous commentez à l'aide de votre compte Facebook. Déconnexion / Changer )

Photo Google+

Vous commentez à l'aide de votre compte Google+. Déconnexion / Changer )

Connexion à %s